დედაქალაქში მდებარე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე კურსის სტუდენტი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.
დამნაშავე არ არის დაკავებული.
„ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე“, - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
ამავე განცხადებებიდან ირკვევა, რომ დანაშაული უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე უნდა მოხდეს:
„უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში“.
უნივერსიტეტსა და მიმდებარე ქუჩებზე სათვალთვალო-სამეთვალყურეო კამერები აყენია - ჩანაწერები „სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო - დამნაშავეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
radiotavisupleba ახალი ამბები