როგორ აღდგება კუნთები ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ

1 day ago 2

როგორ აღდგება კუნთები ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ:

როდესაც წონებით ვარჯიშობთ — განსაკუთრებით ძალისმიერი ან კუნთის ჰიპერტროფიის მიკართულებით — თქვენი კუნთები განიცდიან სტრესს და იღებენ მიკრო დაზიანებას. ეს ნორმალურია და აუცილებელია კიდეც თქვენი კუნთების გასაზრდელად და გასაძლიერებლად. მაგრამ გარდა კუნთის დატვირთვისა,უნდა ასევე გვესმოდეს მისი აღდგენის მექანიზკები.

1. ანთებითი ფაზა (პირველი 24–72 საათი)

რა ხდება:

კუნთოვანი ბოჭკოების მიკროსკოპული რღვევები იწვევს ანთებას. ეს ორგანიზმის დამცავი რეაქციაა. იმუნური უჯრედები (მაკროფაგები, ნეიტროფილები) „ასრულებენ მაშველების როლს“ და ასუფთავებენ დაზიანებულ ქსოვილს არასასურველი ნაწილაკებისგან, რომელიც ჩნდება დაზიანების შედეგად.

როგორ გრძნობთ კუნთში არსებულ ანთებით პროცეზს:

კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით მე-2-3 დღეს არის მკვეთრად გამოხატული – ამ მოვლენას DOMS ეწოდება)

• შებოჭილობა

• შესაძლოა მცირე შეშუპება დაზიანებული ქსოვილი იზიდავ წყალს და აკავებს მას.

აღდგენა: 3–7 დღე:

კუნთოვანი უჯრედები იწყებენ დაზიანების აღდგენას. აქტიურდება სპეციალური უჯრედები — სატელიტები (მიოსატელოტაციტები), ისინი „მშენებლებივით“ არიან, ისინი აღადგენენ სტრუქტურას და შეუძლიათ დაყოფაც კი, რაც აძლიერებს კუნთს. სატელიტური უჯრედების გააქტიურება ( 2–5 დღე) სატელიტური უჯრედები „სარეზერვო“ ღეროვანი უჯრედებია, რომლებიც კუნთოვანი ბოჭკოს სარკოლემასა და ბაზალურ მემბრანას შორის მდებარეობს.

სასიგნალო მოლეკულების ზემოქმედებით ისინი აქტიურდებიან და იწყებენ დაყოფას (პროლიფერაციას).

შემდეგ ისინი:

• ან ერწყმიან დაზიანებულ ბოჭკოს, აღადგენენ მას;

• ან ქმნიან ახალ მიოფიბრილარულ ბირთვს, და აძლიერებენ კუნთს. ახლა, როდესაც დაზიანება აღდგენილია, სხეული აძლიერებს კუნთების სტრუქტურას ისე, რომ ის უფრო მდგრადი იყოს მომავალი სტრესის მიმართ,ამას ეწოდება (ადაპტაცია). იზრდება სტრუქტურული ცილების გენები(აქტინი, მიოზინი, დესტროფინი).

• იზრდება სარკომერების რაოდენობა — ისინი კუნთოვანი ბოჭკოს „აგურებივით“ სტრუქტურულ ერთეულებად ითვლება.

• ახალი ბირთვები, რომლებიც მიეწოდება სატელიტურ უჯრედებს, აუმჯობესებენ ცილოვანი სინთეზის უნარს თავად კუნთის ბოჭკოში.

• ძლიერდება მიტოქონდრიების ბიოგენეზი — განსაკუთრებით მაშინ, თუ დატვირთვას თან ახლდა აერობული ფაზაც.

⸻ სატელიტური უჯრედების აქტივაციის გარეშე კუნთი სრულად ვერ ახერხებს აღდგება.

• რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო ნელა მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა (პროლიფერაცია) და სტრუქტურული აღდგენა (რემოდელაცია)

• ამიტომ ასაკოვან ადამიანებსა და გადატვირთულ სპორტსმენებში, კუნთის სრული აღდგენის ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2–3 კვირამდე.

სრულად წაკითხვა