როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა სწრაფად, მარტივად და იმავდროულად ელეგანტურად? – ეს ის კითხვაა, რომელიც დღეს, უკვე არაერთი დიასახლისის გონებაშია.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
დიზაინში ჩართეთ ბუნებრივი ელემენტები – ხის ნაწილები, ქერქი, ხავსი. ბრჭყვიალა ფერებიც არ გამოტოვოთ – წელს ყველაზე მოდური ოქროსფერია, ოღონდ, თანამედროვე ოქროსფერი, ნაკლებად ბრჭყვიალა, შედარებით მქრქალი. მაგალითად, ოქროსფერი დეკორატიული სანთლები, ჭურჭელი ოქროსფერი ელემენტებით, ვაზები, ან ოქროსფერი კურდღელი.
ასევე წელს ტრენდულია იასამნისფერი, მოცვისფერი – შესაძლებელია ამ ფერის დეკორით გადაახალისოთ ოთახი, მაგრამ მე პირადად, გირჩევდით ცოცხალ ყვავილებს, რომლებიც ნებისმიერ დღესასწაულს ბუნების სურნელს მატებს. სცადეთ, ყვავილებთან ერთად, ახალაყვავებული ხის ტოტები, რომლებიც ყველაზე ნათლად განასახიერებენ სიცოცხლეს და სილამაზეს!
არ შეგეშინდეთ გამოიყენოთ ძველი, ანტიკვარული ნივთები, ოღონდ, თანამედროვეობასთან შერწყმით, ძველი ნივთების სწორი გამოყენება არ გააფუჭებს დღესასწაულის ეფექტს, პირიქით, შეგახსენებთ დროის მნიშვნელობას.
შეგიძლიათ ხის ტოტებისგან, ყვავილებისგან, ფერადი თოკებისგან დაამზადოთ ე.წ. სააღდგომო ბუდე, ფორმით ჩიტის ბუდის მსგავსი, მარტივი, მაგრამ ძალიან სიმბოლური დეკორატიული ნივთია, აუცილებლად ჩადეთ კვერცხები „ბუდეში“.
ანალოგიურად შეგიძლიათ მოამზადოთ დეკორატიული გვირგვინი. წრე არის აღორძინებული ცხოვრებისა და სულის უკვდავების ძლიერი სიმბოლო. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაზის ან სხვა მცენარის ტოტები, ლენტები, მავთულები, ძაფები, გააფორმოთ თქვენი გემოვნებით: ბუმბულით, ხის კვერცხებით, ფრინველების, კურდღლების, ქათმების ფიგურებით, ხავსით, ბზის და ღვიის ყლორტებით და დაამაგროთ კარზე, ისევე, როგორც ამას ახალ წელს ვაკეთებთ.
გსურთ სააღდგომო კვერცხების შეღებვა ორიგინალურად და უსაფრთხოდ სხვადასხვა ფერად? გამოიყენეთ ამისათვის ბუნებრივი საშუალებები:
-
კრემისფერის მისაღებად – ყავა, მუხის ქერქის ნახარში, მურყანი
-
ცისფერი (იისფერი) – წითელი კომბოსტო (შეღებვამდე უმჯობესია, წითელი კომბოსტოს სველ ფოთლებში იყო გახველი რამდენიმე საათით.)
-
ვარდისფერი, მეწამული – ჭარხალი, მოცვის წვენი
-
ყვითელი – კურკუმა (შედუღებისთვის 3 სუფრის კოვზი წყალში), არყის ფოთლები
-
მწვანე – ჭინჭარი, ისპანახი (კვერცხები შეღებვამდე ბულიონში ერთი დღის განმავლობაში უნდა მოთავსდეს)
-
წითელი – ალუბლის ქერქი.
რაც შეეხება პასკას, თუ სახლში არ დაგიცხვიათ, ტკბილი ქვეყანა, რომელიც 300–ზე მეტ პროდუქციას აწარმოებს და წლებია უწყვეტად ამარაგებს ბაზარს ისევე, როგორც წინა წლებში, გთავაზობთ ძველ, მაგრამ დაუვიწყებელ გემოს, ახალ გემოებთან ერთად, რომელიც გასინჯვისთანავე გახდება თქვენთვის საყვარელი.
ტკბილი ქვეყანა, სხვა პასკებთან ერთად, გთავაზობთ, საფირმო ნაწარმსაც.
პასკა „საფირმო“ – წონა 450 გრ.
პასკა „საფირმო“ შოკოლადით – 500 გრ.
პასკა „საფირმო“ პუდრით – 850 გრ.
და მისი უდიდებულესობა, პასკა „საფირმო“ კარაქით – 850 გრ.
საწარმო დიდხანს არჩევდა, რომელი კარაქით დაემზადებინა მომხმარებლისთვის და მათი ოჯახებისთვის პასკა და არამხოლოდ პასკა და საბოლოოდ, ლაბორატორიული კვლევებისა და ხარისხის შემოწმების შემდეგ, არჩევანი შეაჩერა დანიურ კომპანიაზე. ხარისხიანი პროდუქტები და ახალი ტექნოლოგიები – ეს არის „ტკბილი ქვეყნის“ „საფირმო“ პასკების საიდუმლოება.
აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია, ყველას გვინდა ეს დღე გავატაროთ ისე, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ტკბილი ქვეყანაც და მომხმარებელს აწვდის არამხოლოდ დაუვიწყარ გემოს, არამედ სააღდგომო განწყობასაც.
ტკბილი ქვეყნის პასკები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან მისამართზე – თბილისი, ვახტანგ ნინუას 3.