ყოფილი პატიმარი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა თბილისის მთავარ პროკურორზე, გიორგი მიქაიაზე:
,,ეს არის გიორგი მიქაია, თბილისის მთავარი პროკირორი და პროკურატურის მთავარი სირცხვილი, ავხსნი ეხლავე რატომაც!
იმ საქმეებს არ ვეხები რასაც ის ახმაურებს ბრიფინგებიდან, სხვების გამოძიებული და ნამუშევარია.
მე ამ კონკრეტულ პიროვნებაზე მინდა დავსვა ლეგიტიმური კითხვები!
1.
როგორ მოხდა რომ სააკაშვილის რეჟიმის საქმეების მკერავი პროკურორი რომელიც მთავარი ფიგურანტია ჩვენს საქმეში, რომელ საქმეზეც პარლამენტმა დადგენილება გამოიტანა რომ ვიყავით სინდისის და პოლიტიკური პატიმრები და სრულიად უდანაშაულოდ გვაღიარეს, დღეს არის თბილისის მთავარი პროკურორი??? მას არც ბოდიში მოუხდია, არც პასუხისმგებლობა აუღია იმაზე რომ 23 ცრუ მოწმე პატრულის და ალეკო ელისაშვილის ცრუ ჩვენების საფუძველზე 8 ადამიანი გაგვიშვა ციხეში. სასამართლო პროცესებზე მისი ცინიზმი ჩვენი გულშემატკივრების მკმართ იყო არაადამიანური, მუდამ ცდილობდა დარბაზის გაღიზიანებას რადგან ამტყდარიყო ჩოჩქოლი და დარბაზიდან გაეყვანათ ხალხი!
2.
6 თვის წინ გამომკითხეს პროკურატურაში გიორგი მიქაიასთან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდათ თუ რაში ვდებდი მე მას ბრალს რაზეც პირდაპირ მივუთითე ჩვენს გახმაურებილ საქმის მასალებზე და პარლამენტის დადგენილებაზე. რპგორც პროკურორმა მითხრა დაწყებულია გამოძიება, თუ გამოძიება დაწყებულია რატომ იკავებს გიორგი მიქაია ისევ მაღალ თანამდებობას? როცა პირი ძიებიშ ქვეშ არის ის ტოვებს თანამდებობას, ეს არის ყველგან ესე, მაგრამ მიქაიას შემთხვევაში ეს კანონი არ მუშაობს!
3.
რატომ არ მოხდა ჩემი მეგობრის მამის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, შეგახსენებთ რომ 2010 წლის 8 მაისს როდესსც ჩვენ დიღმის მთავარ სამმართველოში ვიმყოფებოდით, ერთ ერთი დაკავებულის მამა ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.
როდესაც დადგინდა, რომ უდანაშაულოდ დაგვაკავეს და მოგვისაჯეს, ამ ფაქტს ნერვიულობის ნიადაგზე შეეწირა ადამიანის სიცოცხლე, მთავრობა შეიცვალა, ხომ უნდა გამოძიებულიყო ეს საქმე??? ამ საქმეში პირდაპირ დამნაშავეები არიან პროკურორები: გიორგი მიქაია და დავით ხიზანაიძე, ისინი კი მოქმედებდნენ მურთაზ ზოდელავას დავალებით. მურთაზ ზოდელავა მაშინ მთავარი პროკურორი იყო, დღეს ის ციხეშია მთავრობის გადატრიალების მცდელობის მუხლით, და მანამდე მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია!!! “


6 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·