როგორ იღებენ დაფინანსებას „ოცნების“ მხარდამჭერები სახელმწიფო პროგრამებიდან?

5 days ago 3

შემოწირულობები და მილიონიანი აგროკრედიტები: როგორ იღებენ დაფინანსებას შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სახელმწიფო პროგრამებიდან

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენები და კოოპერატივების დირექტორები ათიათასობით ლარის შემოწირულობების შემდეგ, სახელმწიფოსგან მილიონიან დაფინანსებებს იღებენ. აგროპროგრამების ბენეფიციარებს შორის ხშირად არიან პარტიის მსხვილი დონორები.

“მოზაიკას” მიერ შეგროვებული ფაქტები აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს აგროპროგრამების ბენეფიციართა დიდი ნაწილი, „ქართული ოცნების“ შემომწირველია. 

| კოოპერატივები, რომელთა დირექტორები “ოცნებას” აფინანსებენ და სახელმწიფო პროგრამებიდან ათასობით ლარს იღებენ 

ვია ქარელი“ – 2024 წელს კოოპერატივმა ორჯერ მიიღო დაფინანსება, ჯამში 32 908 ლარი. დირექტორი ზურაბ დავითაშვილი „ოცნების“ მხარდამჭერია, რომელმაც 2021 წელს პარტიას 3 000 ლარი შესწირა.

აგრო კარბი“ – 6 000 ლარის დაფინანსება მიიღო. დირექტორი მერაბ ქუჩუკაშვილი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის კამპანიას 15 000 ლარით დაეხმარა, შემდეგ კი „ოცნებას“ ორ წელიწადში ორჯერ – ჯამში 100 000 ლარი გადაურიცხა.

ქართლი ჰაბი 2023“ – ვაჟა ქუჩუკაშვილის კოოპერატივმა რამდენიმე პროგრამით ისარგებლა და ჯამში 86 410 ლარის დახმარება მიიღო:

  • 6 900 ლარი აგროპროგრამიდან;
  • 34 793 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან;
  • 44 717 ლარი პროგრამიდან „დანერგე მომავალი“. 

ვაჟა ქუჩუკაშვილმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის კამპანიას 18 000 ლარი გადაურიცხა, 2020 წელს კი „ოცნებას“ – 15 000 ლარი.

დაფინანსება მიღებული აქვს ამავე ბიზნესმენის სხვა კომპანიებსაც: 

  • 12 599 ლარი მიიღო კომპანიამ “ღვინო მართალმა”
  • 47 093 ლარი მიიღო კომპანიამ  “ნატურალური 7”, რომლის წილებსაც ვაჟა ქუჩუკაშვილი მერაბ ქუჩუკაშვილთან ინახილებს. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნებისთვის” ამ კომპანიას 100 000 ლარი აქვს შესწირული 2029 წელს. 

| “ქართული ოცნების” შემწირველები, რომელთა კომპანიებმაც სახელწმიფო პროგრამებიდან ჯამში 360 315 ლარის დახმარება მიიღეს

137 ლარის აგროკრედიტი მიიღო შპს “ბიო ჯუსიმ”. კომპანიის ნახევარი ზურაბ ბერიანიძეს ეკუთვნის, რომელმაც 2021 წელს პარტიას 15 000 ლარი შესწირა. 

202 414 ლარი მიიღო შპს „აგროტექნოპლიუსმა”. კომპანიის დირექტორი ოთარ აწკარუნაშვილია, რომელმაც 2021 წელს „ოცნებას“ 5 000 ლარი გადაურიცხა.

2 820 ლარის კრედიტი და 13 838 ლარის აგროდაზღვევა მიიღო შპს “ალავერდმა”. კომპანიის მფლობელია თამარ ქიბროწაშვილი, რომელიც 2023 წელს  „ოცნებას“ 5 000 ლარით დაეხმარა.

3 500 ლარი მიიღო შპს “ლეგომ”. კომპანიის დირექტორია გოგიტა ღვინიაშვილმა, რომელმაც 2024 წლის დასაწყისში “ქართულ ოცნებას” 10 000 ლარი გადაურიცხა. 

აღსანიშნავია, რომ დახმარება ათასობით ლარი აქვს მიღებული შპს “ვარიანს”, რომელიც ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ გიორგი კანდელაკი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. გიორგი კანდელაკის კომპანიას შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით ჯამში 711 646 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 2023 წელს 350 000 ლარი.

| მრავალმილიონიანი დაფინანსება ერთი ბიზნესმენისთვის

„მოზაიკას“ მიერ შეგროვებულ ფაქტებს შორის, შიდა ქართლში 2024 წლის განმავლობაში, ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი ვლადიმერ სავანელია.

მისმა კომპანიამ „სივრცემ“ 2024 წელს მიიღო 5 300 ლარი, ასევე 1 096 209 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი. სავანელის ოჯახის წევრმა „ოცნებას“ 5 500 ლარი შესწირეს.

გარდა ამისა, სავანელის ექვსმა სხვა კომპანიამ – „სავანელი“, „ტერასა გორი 2022“, „სავანელი 88“, „მსხლის ბაღი 01“, „მსხალი კაიზერი“ და „ტოსკანა 2024“ – ჯამში 4 552 454 ლარის აგროკრედიტი მიიღო.

| ბიზნესმენების გარდა, სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ უშუალოდ “ქართული ოცნების” წევრებიც.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ზაალ დუგლაძე, რომლის კუთვნილმა “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ” 2024 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით 3-ჯერ ისარგებლა:

  • 6 სექტემბერს 1 178 891 ლარი მიიღო,
  • 13 სექტემბერს – 104 137 ლარი მიიღო;
  • 31 ოქტომბერს კი 63 475 ლარი.

“დუგლაძეების ღვინის კომპანიის” წილებს ზაალ დუგლაძე ძმასთან, დავით დუგლაძესთან ინაწილებს. ორივეს ჯამში კი, “ქართული ოცნებისთვის” 397 000 ლარი აქვთ შეწირული.

სრულად წაკითხვა