როგორ მოქმედებს მოწევისთვის თავის დანებება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე

1 week ago 21

მოწევისთვის თავის დანებება არასოდეს არის გვიან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკში ანებებს თავს ადამიანი სიგარეტს – კანადელ და ნორვეგიელ მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი მასშტაბური ანალიზების მიხედვით, მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას მაინც ემატება წლები.

„მოწევისთვის თავის დანებება საოცრად ეფექტიანია სიკვდილის რისკის შესამცირებლად და ადამიანებს ამ ჯილდოს მიღება საოცრად სწრაფად შეუძლიათ“, – ამბობს ორგანიზაცია Global Health Research-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერი პრაბჰატ ჯჰა.

ჯჰას და მისი კოლეგების განცხადებით, თუ ადამიანი სიგარეტისთვის თავის დანებებიდან ათი წლის განმავლობაში არ მოწევს, თითქმის იმდენივე ხანს იცოცხლებს, რამდენსაც ისინი, ვისაც ცხოვრებაში ერთი ღერიც არ მოუწევიათ.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, თუკი ნებისმიერი ასაკის პირი მოწევისგან სამ წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში შეიკავებს თავს, თავიდან აიცილებენ სიცოცხლის ხუთი წლით დაკლებას. თუკი თავის დანებებიდან ათი წლის განმავლობაში არ მოწევს, პოტენციურად ათი წლით გაიხანგრძლივებენ სიცოცხლეს.

რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში გადაწყვეტს ადამიანი მოწევისთვის თავის დანებებას, მით უკეთესი იქნება მისი სიცოცხლის ზოგადი ხანგრძლივობა.

იმედისმომცემი შედეგები მიიღეს ნორვეგიაში, ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში ჩატარებულ დაკვირვებით კვლევებში. მეცნიერები 15 წლის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ ამ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრებ თითქმის 1,5 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობას. კანადის Center for Global Health Research-ისა და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახლახან ეს მონაცემები მოწევის რისკებთან მიმართებაში დაამუშავეს.

კვლევაში, მწეველებმა, რომელთა ასაკიც 40-დან 80 წლამდე იყო, არამწეველებთან შედარებით სიცოცხლის 12-13 წელი დაკარგეს. თუმცა, ადამიანებმა, რომლებმაც ათი წლის განმავლობაში შეძლეს მოწევისგან თავის შეკავება, თითქმის უკუაქციეს ამ მავნე ჩვევასთან დაკავშირებული ყველა ფატალური რისკი.

მოწევასთან პირდაპირ დაკავშირებული დაავადებებით სიკვდილის რისკი, მათ შორის ინსულტით, გულის შეტევით და კიბოთი, მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ მოწევისთვის თავის დანებება ზედმეტად გვიანია, განსაკუთრებით შუა ხნის ასაკში. თუმცა, ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება. არასოდეს არის ზედმეტად გვიანი. შედეგი სწრაფია და შეგიძლიათ მრავალი ცუდი დაავადების რისკის შემცირება, რაც უფრო ხანგრძლივ და უკეთესი ხარისხის ცხოვრებას ნიშნავს“, — ამბობს ჯჰა.

შედეგებს მხარს უჭერს წინა დაკვირვებითი კვლევებიც, რომლებშიც, სიგარეტის გადაგდების ბენეფიტები დაკავშირებული იყო სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან, ზოგჯერ პირს ჯამში სიცოცხლის ათი წელი ემატებოდა.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/rogor-moqmedebs-mowevistvis-tavis-danebeba

გინდა მოწევას თავი დაანებო და ვარჯიში დაიწყო? – ფსიქოლოგის რჩევა 2024 წლისთვის

სრულად წაკითხვა