1
შენი აზრით, რატომაა საჭიროა ჭერი? – რომ არ დაგაწვიმოს, რომ არ შეგცივდეს, რომ არ დაგცხეს, თუ, იატაკი და საძირკველი რომ არ გაფუჭდეს? იქნებ, არც წვიმა აწუხებდა ჩვენს წინაპარს და მხოლოდ სიმყუდროვე უნდოდა? გვიყვარს ადამიანებს სიმყუდროვე, ჩვენი არე, ჩვენი პირადი სამფლობელო.
ერთი ასეთი ძველი გამოთქმა არსებობს, ჭერი იმიტომ გაქვს, შენი ნათქვამი სხვამ არ გაიგოსო – ერთი შეხედვით უაზრო და უცნაური ფრაზაა, არადა, სწორედ ეგ იგულისხმება და სწორედ ამისკენ ისწრაფვის ადამიანი – კომფორტი, დამოუკიდებლობა, სიმყუდროვე. გახსოვს, ფრაზა „დიდოსტატის მარჯვენიდან“? – „როგორი უცნაურია ბუნება, ადამიანებს ჭერი დაგვექცა თავზე. აქ კი ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ზედმეტი”. და პირიქითაც ხდება, ყველა ფოთოლი რომ ერთიანად ჩამოვარდეს, სანამ საკუთარი ჭერი მყარად დგას, დაცულად გრძნობ თავს. სწორედ ამიტომაც, უფრთხილდებიან ასე საკუთარ სახლებს ადამიანები, ცდილობენ, უფრო კომფორტული, უფრო გამძლე, უფრო უსაფრთხო და მყუდრო გახადონ.
ალბათ, ზოგი თვლის, რომ ადრე, კაცობრიობის არსებობის დასაწყისში ყველა ჭერი ერთმანეთს ჰგავდა, თუმცა, მწარედ სცდება. მაგალითად, ბოლო ათეული წლებია მოდიდან არ გადადის ფრანგული გაჭიმული ჭერი და კი, მისი წარმომავლობა ნამდვილად ფრანგულია, მაგრამ გაჭიმული ჭერი ადრეც არსებობდა, ცხადია, არა ამ ტექნოლოგიებით.
ძველ ეგვიპტეში თეთრეულის ქსოვილს იყენებდნენ, სხვადასხვა სითხეში ასველებდნენ, გაშრობის შემდეგ კი ჭიმავდნენ. რომსა და ძველ საბერძნეთში გასაჭიმი ჭერის ქსოვილს უსადაგებდნენ ოთახის კედლების და ინტერიერის ფერებს და ამისთვის იყენებდნენ აბრეშუმის სხვადასხვა ფერის ქსოვილს. ცხადია, მას ხშირად ცვლიდნენ, რადგან ადვილად იცრიცებოდა აბრეშუმის ქსოვილი. ჩვენს მეზობელ სომხეთში ბამბას იყენებდნენ გასაჭიმი ჭერისთვის, ბამბა იჟღინთებოდა ჯერ ცარცის წყალხსნარში, გაშრობისას, იკუმებოდა, სპეციალურ ჩარჩოში მაგრდებოდა. მართალია, ხშირად ვარდებოდა ხოლმე, მაგრამ ჩამოვარდნიდან ჩამოვარდნამდე კარგად გამოიყურებოდა.
გასაჭიმი ჭერი არ იყო რაღაც აკვიატებული იდეა, გაჭიმე და იბატონეო – არც ეგ იყო მიზეზი, ადამიანებს სურდათ გლუვი, თითქმის იდეალურად სწორი ჭერი, რომელიც ლამაზიც იქნებოდა და თან შეაკავებდა ქარს, სიცივეს, ექნებოდა ხმის დამხშობი ფუნქცია – ადამიანებს სჭირდებოდათ კომფორტი და სიმყუდროვე. გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა არსებულ ტიპს გასაჭიმი ჭერისას, რაღაც პრობლემა ჰქონდა და ვერც ერთი ძლებდა დიდხანს, ადამიანებმა დროთა განმავლობაში სულაც დაივიწყეს ეს მეთოდი და გაიხსენეს მხოლოდ 1960–იან წლებში, ჯერ შვედეთში, შემდეგ მთელ დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოში და ცდილობდნენ ტექნოლოგიურად დახვეწას მეთოდის. როგორც ჩანს, ფრანგები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ, რადგან სწორედ მათ შექმნეს სრულყოფილი მეთოდი.
1967 წლიდან გასაჭიმი ჭერისთვის ქსოვილის წარმოება უკვე ხელმისაწვდომი გახდა სამრეწველო წარმოებისთვის. საინტერესოა, რომ გასაჭიმი ჭერისთვის ფრანგული ქსოვილის შექმნის ტექნოლოგია საიდუმლოდ რჩება, თუმცა, ამის მიუხედავად ქსოვილი იწარმოება როგორც საფრანგეთში ასევე შვედეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, ჩინეთში, უკრაინაში.
რომელი ჭერია უკეთესი და რატომ ფრანგული გასაჭიმი?
1960–იანი წლებიდან ის მიმზიდველობას არ კარგავს, რამდენი რამ შეიცვალა ამ წლებში მსოფლიოში და ის ისევ შეუცვლელია. თუმცა, იხვეწება, უფრო და უფრო ლამაზი და სრულყოფილი ხდება, მაგალითად, თუ ადრე, მხოლოდ გლუვ ზედაპირს ქმნიდა, ახლა გეომეტრიული ფიგურების შექმნაც შეგიძლია მისი დახმარებით ჭერზე – მრუდე, მრავალსაფეხურიანი შრეებით. იგი გამოიყენება როგორც საძინებელში, სასტუმრო ოთახში, ასევე სააბაზანოში, სამზარეულოში, მისი 1 კვ.მ. აკავებს 100 ლიტრამდე წყალს დაუზიანებლად და დაუხევლად. მოხსნი, გაასუფთავებ და მიაკრავ. ამაზე კომფორტული, რა შეიძლება იყოს? და ფინანსურად ამაზე მიმზიდველი?
ბიზნესი გაქვს? გამოიყენებ ოფისებში, სასტუმროს აპარტამენტებში, რესტორნებში, მაღაზიებში, საცურაო აუზზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, აეროპორტებსა და მეტროებში.
არსებობს ნებისმიერი ფერის და სტრუქტურის. გაკვრა ხდება სწრაფად, თითქმის შეუმჩნევლად საიმედოა, 10 წელი აქვს ოფიციალურად ვადა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საჭირო პირობებში, ლამის სამჯერ მეტი დროით გემსახურება, ნორმალური პირობები კი მისთვის არის შემდეგი – ტემპერატურა 0–+50 გრადუს ცელსიუსი. თუ ამ ტემპერატურას არ გასცდება სისტემატურად, მწარმოებელი ამბობს, არ შეიცვლის ფერს, არ განიცდის დეფორმაციას.
იგი არ იწვის, დნება, შესაბამისად, ხანძრისას, იგი არ აძლიერებს ცეცხლს.
არ ატარებს წყალს.
მასალები უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა. სწორედ ეს განაპირობებს მის აქტიურ გამოყენებას კვების ობიექტებზე, მაგალითად. არ იწვევს ალერგიას.
მსუბუქია, თუმცა, მკვრივი, 1 გვ.მეტრის წონა მერყეობს 180–დან 320 გრამამდე.
ტექსტურა – მრავალმხრივი – შეიძლება მარმარილოს, ხის, ტყავის და ა.შ, ეფექტები. შეიძლება სასურველი ფოტო გამოსახო, მოკლედ, დიზაინის მხრივ, უნიკალურ გადაწყვეტილებებში თავისუფალი ხარ. ინსტალაციის დროსაც, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
აქვს ხმის დამცავი ეფექტი, ხმის შთანთქმის კოეფიციენტი 0,4–მდეა.
კიდევ ერთი კომფორტია ფართობი – შეგიძლია უზარმაზარ სივრცესაც მოარგო. არსებობს მითი, თითქოს რთულია დიდ სივრცეში გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება, მაგრამ ეს მხოლოდ გამოუცდელი ხელოსნისთვის, პროფესიონალმა იცის, როგორ იმუშაოს, რომ ზუსტად მოარგოს, ყოველ შემთხვევაში, არავინ მოგატყუოთ, მასალა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა,
ფასი:
თავდაპირველად იგი ნამდვილად იყო ფუფუნების საგანი, მისი გამოყენება მხოლოდ მდიდარ მოქალაქეებს შეეძლოთ, დღეს, იმდენად დიდია მისი წარმოება, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია. პირიქით, დღეს ის ნებისმიერ სხვა ჭერზე უფრო ხელმისაწვდომია ფინანსურად.
უცნაური ისაა, რომ დღეს მას იყენებენ ისინიც, ვისაც ბიუჯეტურად სურს სახლის თუ ოფისის რემონტი და ისინიც, ვისაც ფუფუნება უნდა და თანხას არ აქვს მნიშვნელობა.
მოკლედ რომ ვთქვა, გასაჭიმ ჭერზე დიდი მოთხოვნაა მისი მიმზიდველი გარეგნობის გამო, მისი უამრავი ფერის და ვარიაციის გამო, ასევე ხანგრძლივი მომსახურების ვადის და მოვლის სიმარტივის გამო.
რჩევა ინსტალაციისას:
როგორც უკვე ვთქვი, შეზღუდული არ ხარ, მაგრამ რჩევებს მაინც მოგცემ, მაგალითად, იცი, რატომ სჯობს აბაზანაში, სამზარეულოში და დერეფნებში პრიალა ეფექტის მქონე გასაჭიმი ჭერის ინსტალაცია? – მას ამრეკლავი ეფექტი აქვს და ამის გამო, ვიზუალურად, ოთახი უფრო ფართო ჩანს. მისაღები ოთახისთვის, საძინებლისთვის, საბავშვო ოთახისთვის, ატლასის ვარიანტი უფრო მომგებიანია, მეტ სიმყუდროვეს შემატებს ფართს. მქრქალი ჭერი კი იდეალურად ერგება კლასიკურ ინტერიერს.
როგორ ამოვიცნოთ ყალბი გასაჭიმი ჭერი?
ყურადღებას ვაქცევთ რამდენიმე მახასიათებელს:
- სუნი
ორიგინალს მხოლოდ ცოტა ხნით აქვს სუნი, მხოლოდ პირველი დღე და მხოლოდ პირველ განიავებამდე, თუ სპეციფიკური სუნი იგრძნობა რამდენიმე კვირის, ან თვის განმავლობაში, მაშინ, დაბალი ხარისხის მასალასთან გვაქვს საქმე.
აქვე გეტყვი იმასაც, რომ ეს არაა დიდი პრობლემა, დღეს, გასაჭიმი ჭერის მასალა სხვადასხვა ხარისხით იწარმოება და ყველაზე ცუდი ხარისხიც კი, თუ კარგი ხელოსანი გემსახურება, წლობით გაძლებს, მაგრამ მას ფასი ბევრად დაბალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ორიგინალს.
- ტექსტურა და ფერები
მწარმოებელს, რომელიც ორიგინალს არ ამზადებს, არ აქვს საშუალება ტექსტურების და ფერების ფართო ასორტიმენტი შემოგთავაზოს. 120–ზე მეტი ფერი და 15–ზე მეტი ტექსტურა მაინც უნდა შეეძლოს შემოგთავაზოს ორიგინალის მწარმოებელმა.
- მოვლა
არაორიგინალის წმენდა უფრო ხშირად გიწევს, რადგან ის მეტად იგროვებს მტვერს ზედაპირზე, ორიგინალი კი თითქმის – არა.
ალბათ, გაგიჩნდება კითხვა, თუ ორიგინალისგან მხოლოდ ამ მცირედით განსხვავდება ყალბი, დიდი საქმე რა, იყოს. კი, შეიძლება ითქვას ასეც იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა დეტალი:
ორიგინალი ტილო კიდეების სამაგრებით განსხვავდება, მისი ეს თავისებურება უფრო მარტივს ხდის მონტაჟს და იმ შემთხვევაში, თუ მისი მოხსნა და ხელახლა გაჭიმვაა საჭირო, ესეც უპრობლემოდაა შესაძლებელი, მაშინ, როცა, არაორიგინალის ხელმეორედ გაჭიმვა, შესაძლოა, პრობლემა იყოს.
ვინ შეიძლება გაჭიმოს ფრანგული ჭერი?
მონტაჟი კი, მარტივია, მაგრამ თან რთული, ისევე, როგორც, ამ ტიპის ჭერის თვისება, იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი და თანაც მდიდრული. მონტაჟამდე ზუსტად უნდა გაიზომოს ოთახი, ინსტალაცია უნდა მოხდეს მკაცრად ზომის მიხედვით, გათვალისწინებული იყო იყოს ყველა კომუნიკაცია, მათ შორის, ჭერის განათების კაბელები. მასალა იჭრება შესაბამის ზომებზე. მასალის ფართობი მცირდება ჭერის რეალური ფართობის 5–10 პროცენტით, რათა იდეალურად გაიჭიმოს. კიდეების სამაგრები შედუღებული უნდა იყოს სწორად და კარგად ტილოს კიდეებზე. საჭიროა ცოდნა, ჭერიდან რამდენ სანტიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს, რამდენი სანტიმეტრით უნდა იყოს ხრახნები დაცილებული ერთმანეთისგან, რა ტემპერატურაა უნდა იყოს ოთახში მონტაჟისას, როგორ უნდა გაცხელდეს ტილო.
მოკლედ, მართალია, მისი მონტაჟი რამდენიმე საათს გრძელდება, მაგრამ ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ ათეულობით წელი გაძლოს.
სად ვიპოვო პროფესიონალი?
თუ არ იცი სად იპოვო პროფესიონალი, აბა, ქუდი ჭერს, სასიხარულო ამბავი მაქვს, არსებობს გვერდი, სადაც პროფესიონალთა მთელი კატალოგია, აარჩია ფასის მიხედვით, კომუნიკაციის უნარის მიხედვით, სამუშაო ადგილის თუ სიძნელის მიხედვით, მოკლედ, რა ნიშნითაც გინდა. თან არ გიწევს კილომეტრიანი საცობების გავლა, მხოლოდ ინტერნეტი, ტელეფონი და ჩემი მოწოდებული მისამართი გეყოფა. ყურადღება მიაქციე კომენტარებს, გამოგადგება.
მოდი, მტრებს ამ გვერდის მისამართი არ მივცეთ, დაე, დაიტანჯონ, დაე, ქუჩა–ქუჩა ეძებონ ხელოსნები და მერე სამჯერ მოუწიოთ თავიდან ძებნა, უხარისხოდ გაკეთებულის შესასწორებლად. მეორე მხრივ, რემონტი ვისაც გამოუცდია, იცის, ისეთი რთულია, ახალგაკეთებულს რომ პრობლემა აქვს და შეკეთება, ან სულაც გამოცვლა სჭირდება, ფინანსების ხელმეორედ გაღება რომ გიწევს, რომ ამას მტერსაც არ ვუსურვებ.
(R)