“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს” – კონკრეტული კვლევების ამ პარამეტრთან დაკავშირებით, პრაქტიკული მაგალითებით, განმარტებებს აკეთებს სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი:
“დავიჯერო, ძალიან რთულია ამის გაგება?
თუ შენ გაქვს 1000 ლარი ხელფასი და 1500 გაგიხდა, ხელფასი 50%-ით გაგეზარდა; ხოლო თუ ვინმეს 3000 ლარი აქვს ხელფასი და 3300 ლარი გაუხდა – მისი ხელფასის ზრდა იქნება 10%. რა თქმა უნდა, 50%-იანი ზრდა ჯობია 10%-იანს, მაგრამ არა შედეგის თვალსაზრისით – 3300 ლარი ხელფასი 120%-ით მეტია 1500-ზე.
ახლა იმის მტკიცება რომ დავიწყოთ, რომ 1500 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანი 3300 ლარიანზე უფრო კარგად ცხოვრობს, ხომ სასაცილოდ გამოვჩნდებით?
სწორედ ამგვარ პროპაგანდისტულ მანიპულაციას მიმართავს ქ/ოცნება, როდესაც მუდმივად ჰყვება, რომ ეკონომიკური ზრდით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს და ამით სურს ეკონომიკური აყვავების გზაზე მდგარ საქართველოში დაგვაჯეროს. ზრდის პროცენტული მაჩვენებლით რომ უსწრებს, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ კეთილდღეობის დონე უფრო მაღალია საქართველოში (რომელსაც ეკონომიკის 7%-მდე ზრდა აქვს), ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთში (სადაც ეკონომიკის ზრდა 1%-საც არ აღწევს)?
აბა, შეადარეთ: საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს დაახლოებით $48,900 – $52,000 -ს, ხოლო საქართველოში – დაახლოებით $9,600 – $11,500-ს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასე რთულია ამის გაგება? როგორ უნდა წამოეგო ამ პრიმიტიულ პროპაგანდას?” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა