WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 5

სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი თავს ვალდებულად თვლიდა, შეეწყალებინა კრიმინალები, თუ სენატორი რიში მათ მხარდასაჭერად ტვიტს დაწერდა;

თანაც, იმავე დღეს, ჯერ “მელანიც რომ არ იყო შემშრალი” ამ ტვიტზე.

სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელშიც უცხოეთის მიერ გამოზრდილი, ნაკვებ-ნასუქი, უხვად დაფინანსებული და მსოფლიო ჰეგემონის ძალმოსილებით აღჭურვილი ენჯეო-გენერალიტეტი ფეხებს უბაკუნებდა, თვალებს უბრიალებდა და საკუთარ (რეალურად კი, სხვის) ნებას ახვევდა თავს ხელისუფლებას.
სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში თუ ევროპარლამენტის რეზოლუცია წმინდა წერილის რანგში იყო აყვანილი, სარწმუნოებრივ დოგმატად განიხილებოდა და კრიტიკის მიღმა იდგა;

სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც, ფაქტობრივად, ამერიკის ელჩი და მის მიერ დანიშნული კოლონიალური ელიტა მართავდა, რომელიც ამრეზით უყურებდა თვისტომს და მეორეხარისხოვან არსებად მიაჩნდა იგი;
სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ეს სავალალო მდგომარეობა ქართველთა უმრავლესობას ღვთივბოძებულ, ბუნებრივ და საუკუნოდ დაწესებულ მოცემულობად მიაჩნდა.

დღეს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ამ სიმახინჯისგან თავისუფლდება, თავისუფლდება ბრძოლით და გარჯით და ღირსებას და თავისუფლებას იბრუნებს.
და, აბა, ვის მოვუჩლიქოთ ენა და როგორ არ ვთქვათ მთავარი სიმართლე, რომ ქართული სახელმწიფოს სხეულში ჩაბუდებული და მეტასტაზებად განტოტილი ამ სიმსივნის ამოკვეთა – ერთი კაცის პატრიოტიზმმა, უნიკალურმა ალღომ და გონიერებამ, რკინის ნებამ და იგავმიუწვდენელმა სიმამაცემ განაპირობა?
და როგორ შეიძლება, მადლობა არ გადავუხადოთ ამისთვის ბიძინა ივანიშვილს?!”- წერს ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

პოსტის ნავიგაცია