სექტემბერში ჰაერის ტემპერატურა აგვისტოსთან შედარებით საშუალოდ 3–5°C-ით დაიკლებს.
შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე თვის საშუალო ტემპერატურა +21–22°C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19–21°C, მთიან რაიონებში +16–20°C, ხოლო მაღალმთიან ზონაში +13–15°C იქნება.
თვის განმავლობაში მოსალოდნელია როგორც თბილი და უნალექო პერიოდები, ისე ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან ძლიერი ნალექი.
სექტემბრის მეორე ნახევარში თანდათან უფრო საგრძნობი გახდება აცივება, განსაკუთრებით ღამის საათებში და მთიან რეგიონებში.
pozitivi.ge