„როგორი ურთიერთობა მაქვს კვარასთან? როცა პარიზში გადავიდა, ვუთხარი რომ…” – რას ამბობს ოსიმენი?

4 hours ago 1

ნაპოლის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი ჯონ ობი მიკელის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

„ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოედნის მიღმა საოცარი ადამიანია, მოედანზე კი, ყველამ ვიცით, რა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვიცოდი, რომ დიდ ნაბიჯს გადადგამდა. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა.

კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, ვუთხარი: „ეს დაიმსახურე. პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე. ვიცი, რომ იქ საოცარ რაღაცებს გააკეთებ“. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, ბევრს მიაღწიოს“.

სრულად წაკითხვა