“როგორია დაშავებული მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა..” – ნახეთ ექიმის კომენტარი

1 week ago 6

გუშინ ღამე “TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ამ დროისთვის, მაკას და გიორგის [ჯანმრთელობის] მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან.

მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე მარცხენა თვალის არეში კონიქტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ არის დაქვეითებული, ამ მომენტისთვის, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით, მას ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანება არ აღენიშნება. ასევე, აქვს მუხლის დაჟეჟილობა.

რაც შეეხება გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას აღენიშნებოდა კეფის არეში დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა. მას კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა – თავბრუსხვევა, გულისრევა, თავისტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში, მას სხეულის და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. საბედნიეროდ ტრავმული დაზიანება გამოირიცხა“, – აღნიშნა ექიმმა.

სრულად წაკითხვა