როგორია დაჭრილი 16 წლის ბიჭის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

13 hours ago 2

4

16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდმა დაჭრა, კრიტიკულად მძიმეა.

ექიმის, ხათუნა ხუფენიას განცხადებით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

„ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე წინა მხარზე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში“, – განაცხადა ხათუნა ხუფენიამ.

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, 16 წლის გ. ბ.-ს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული.

დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისის ასაკის გამო არ განხორციელდა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის 16 წლის გ. ბ.ს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა. გარდა ამისა, როგორც “რუსთავი 2”-თან საუბრისას დაჭრილის დედა ამბობს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 წლის მოზარდი მასაც აედევნა.

სრულად წაკითხვა