როგორია ხვიჩა კვარაცხელიას საშუალო შეფასება 10-ქულიანი სისტემით საფრანგეთის ჩემპიონატში ?

1 week ago 7

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დუბლი გაიფორმა და ანალიტიკური გამოცემა Sofascore-სგან უმაღლესი, 10 ქულა დაიმსახურა.

კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატი საშუალო 7.46 ქულით დაასრულა, რაც მაღალი მაჩვენებელია და მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

ხვიჩას საშუალო მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ძალიან კარგი, 10-დან 7.63 ქულაა.

კვარაცხელიას პსჟ-ს რიგებში ორი უნმიშვნელოვანესი საფინალო მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ერთი საფრანგეთის თასის ფინალი, ხოლო მეორე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

Post Views: 204

სრულად წაკითხვა