“როგორც ადუღდი, ისე დადუღდი, უზრდელო ბიჭო, და ტოლი ნახე, კოჭი გააგორე” – თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილზე

9 hours ago 3

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის მიერ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძესთან მიმართებაში დაფიქსირებულ მუქარანარევ პოზიციას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, ირონიული, დამცინავი პოსტით ეხმაურება:

🤣🤣🤣 ეს ყიყლიყო, ესა. სად უნდა გადაეყაროს, ნეტავ, ბატონ დავითს არ უვლია და არ დადის ცხოვრების იმ ბილიკზე, საცა კინტოების გასავლელია.

ასე, რომ როგორც ადუღდი, ისე დადუღდი, უზრდელო ბიჭო, და ტოლი ნახე, კოჭი გააგორე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეა წულუკიანი.

ინფორმაციისთვის: დავით რაზმაძის მიერ გამოთქმული კონკრეტული მოსაზრების გამო მწვავე, მუქარანარევი პოზიცია დააფიქსირა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა:
მთელი დღეა ისეთი ადუღებული დავდივარ, სადმე რომ შემხვდეს, თავს მოვაწყვიტავ! ღმერთო, გთხოვ, ეგ კაცი სადმე მოფარებულში შემახვედრე… 15 წუთით მინდა, მეტით არა“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

სრულად წაკითხვა