4
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ქართული ოცნების მომხრეთა აზრებს რომ ვეცნობი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ხალხი 2012 წლის ოქტომბრიდან ბიძინამ რაღაც პოსტსაბჭოურ ვირტუალში, კერძოდ საკუთარი სიზმრების, ილუზიების და კლიშე-სტერეოტიპების სამყაროში შეიყვანა. ესენიც გაჰყვნენ, შეჰყვნენ, შეტოპეს ბოლომდე, და ახლა უცებ რეალობასთან რომ მოვიდნენ წინააღმდეგობაში, არ ეთმობათ იქაურობა, ბოლომდე ებღაუჭებიან და ისეთ იგავმიუწვდომ იდიოტობებს ლაპარაკობენ, ისეთ კლინიკურ არაადეკვატურობაში არიან გადავარდნილები, ხანდახან დაჯერებაც კი მიჭირს.
არადა ვიცნობდი რამდენიმე მათგანს და ამ ათიოდ წლის წინ აშკარად არ იყვნენ გიჟები.
რაც მთავარია ამ კლინიკური სტადიიდან გამოსავალი მათთვის მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა შეიძლება იყოს. თვითონაც დაისვენებენ და ჩვენც დაგვასვენებენ. თუმცა, ჯერჯერობით ეს მათ არ იციან და არა მგონია ხელისუფლების შეცვლამდე მიხვდნენ რამეს. ზოგი მათგანი მერეც ვერაფერს მიხვდება, მაგრამ რომ მიიხედ-მოიხედავს და დედა ისევ დედა იქნება და მამა ისევ მამა, ცოტას მაინც დამშვიდდება.
მოკლედ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, ქოცი ყველა ვარიანტში მოგებული რჩება.