WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 54

„როგორც კი მათ რაიმე პატარა ძალაუფლება მიეცემათ, ისინი ისევ შურისძიებაზე გადადიან. მათ კარგად ახსოვთ, თუ სად ვერ აჯობეს და უფრო სასტიკები ხდებიან, როგორც წესი, ვიდრე მანამდე იყვნენ“, – განაცხადა გადაცემასთან „იმედის კვირა“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. კერძოდ, იგი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის მაია ნადირაძის ინტერვიუს, რომელშიც იგი ამავე პარტიის დანაშაულების გამართლებას ცდილობდა.

მაია ნიკოლეიშვილის თქმით, [„ნაცმოძრაობა“] მოწინააღმდეგეს უყურებს როგორც მტერს და უყურებს როგორც არაადამიანს.

„ისინი მხოლოდ სიძულვილის მორჩილები და მონები არიან. ეს ძალიან, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. როგორც კი მათ რაიმე პატარა ძალაუფლება მიეცემათ, ისინი ისევ შურისძიებაზე გადადიან. მათ კარგად ახსოვთ, თუ სად ვერ აჯობეს და უფრო სასტიკები ხდებიან, როგორც წესი, ვიდრე მანამდე იყვნენ.

მოწინააღმდეგეს უყურებს, როგორც მტერს და უყურებს როგორც არაადამიანს. ეს ჩვენ სხვაგანაც გვინახავს. გვარამიაც ამ ფენის წარმომადგენელი იყო, სადაც მაია ნადირაძე შედიოდა. მას ჰქონდა ბიომასა, ანუ დეჰუმანიზაცია. ამით მიდის ადამიანი ყველანაირ სისასტიკეზე. ესენი იმ ქიმერისგან, რასაც ჰქვია სინდისი, გაათავისუფლეს მათმა უფროსებმა და ეს ძალიან ცუდი ჯაჭვია. ანუ გამტარებიც კი და ადგილზე იდეოლოგები, მმართველებიც კი თვითონ უკვე დეფორმირებულები არიან“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.