ჟურნალისტი ნანა საჯაია:
,,კონგრესმა 6:30-მდე (თბილისის დროით 2:30) შესვენება გამოაცხადა.
კონგრესი კენჭს უყრის 12-ივე კანონ-პროექტს, რაზეც დღეს დებატები გაიმართა. იგივე თანმინდევრობით.
როგორც წესი, ყველაზე ხანგრძლივი პროცედურულად პირველი კენჭისყრაა. მეტ დროს აძლევენ კანონმდებლებს სხდომათა დარბაზში მოსასვლელად. დანარჩენი კენჭისყრა სწრაფად მიდის და ერთი კენჭისყრა, დაახლოებით, 5-7 წუთს გრძელდება.
უხეში გათვლებით, სადღაც 7:00-7:30-სკენ უნდა მოუწიოს “მეგობარი აქტს”.