მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში უფრო და უფრო დათბება, მოსალოდნელია მზიანი ამინდი, კვირის შუა დღეებში ტემპერატურა: დასავლეთში +18, სანაპირო კურორტებზე +20, აღმოსავლეთში +11 გრადუსს მიაღწევს.
ზამთრის კურორტებზე მყარი თოვლის საფარი შენარჩუნდება, მაგრამ თოვა შეწყდება.ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და თოვლიანი ამინდები, ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოს დაბლობსა და ბარში ჯერ არ დადგება.