საკონსტიტუციო სასამართლოზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების – ზაზა ბიბილშვილისა და ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლებს, სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით პოზიტიური, ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, პროფესორი ბეჟან ჯავახია:
“როდესაც ამ ნათელ ადამიანებს უსმენ საკონსტიტუციო სასამართლოზე ნამდვილად გიბრუნდება ახალი ენერგია და შემართება: ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ არ დავმარცხდებით, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.
როგორც ხედავთ, ეს პროცესი ზაზა ბიბილაშვილმა და ანი წითლიძემ იქეთ შეუბრუნეს რუსებს… აქ უკვე სამართლდება რუსი ოკუპანტები და მეხუთე კოლონა…
თუნდაც ამ სიტყვების მოსმენა, ამ მამაცი ადამიანების ხილვა ტრიბუნაზე არის ის რაც საწინდარია ახალი ცვლილებების და იმის რომ საქართველო მარადიულია და ის გაიმარჯვებს!!!
და მინდა განსაკუთრებით იმ ადამიანებს შევახსენო მნიშვნელობა იმ ბრძოლების და წარმატებებისა, რასაც საქართვლომ მიაღწია და ვინც იყავით იმ ხელისუფლებაში, რომელიც იყო შემოქმედი ქართული სახელმწიფოს შექმნისა, ნუ განუდგებით ამ ადამიანებს, ამ პარტიას, მის ლიდერს. ეს განდგომა ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგავთ სიხარულს და შთაგონებას, რომ იყავით მონაწილე ამ გამარჯვებების. ამას გეუბნებით იმ გამოცდილებიდან, რაც 1992 წელს მოხდა, რამდენმა ადამიანმა, რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს და შემდეგ განუდგა მის ლიდერს და კანონიერ ხელისუფლებას და აღმოჩნდა კრიმინალური ხუნტის გვერდით, დღეს დაინახეთ მათი სახეები, დაინახეთ, სად აღმოჩდნენ?!!!
Მადლობა თქვენ, ვინც დღეს ეს ბრძოლა დაგვანახეთ…
მაინც შთამბეჭდავი იყო და საერთოდაც ყველა სიმაღლე დაიპყრო ზაზა ბიბილაშვილის ბოლო სიტყვებმა, რომლითაც მან მიმართა სასამართლოს…
დიახ, თქვენ შეგიძლიათ გაანადგუროს ადამიანი, მაგრამ სიმართლე ყოველთვის გამოჩნდება… ყველაზე დიდი მოსამართლე ჩვენი შვილები, ჩვენი შთამომავლობაა…
უსმინე საქართველოს, მის ისტორიას…“, – წერს ბეჟან ჯავახია.
paraleli პოლიტიკა