“როდესაც არ ითხოვს მსჯავრდებული – შეწყალების აქტი არ მიიღება!” – ბესელია

4 days ago 5

415

იურისტი, ქართული ოცნების გუნდის ყოფილი ლიდერი, ეკა ბესელია:

დღეს მიღებული შეწყალების აქტი – ყაველაშვილის მიერ რასაკვირველია მზაკვრული პოლიტიკური მანიპულაციის აქტია !

თავად მამუკა ხაზარაძემ დაარქვა ამ აქტს ადამიანებით ვაჭრობის იარაღი .

სასამართლო პოლიტიკური იარაღია , ასეთივეა- პრეზიდენტის შეწყალებაც !

როდესაც არ ითხოვს მსჯავრდებული და არ მოგმართავს მისი სახელით უფლებამოსილი პირი – ასეთი აქტი არ მიიღება !

რატომ ყველა არ გათავისუფლდა ,ვინც იმავე მუხლით დააპატიმრეს ? ლოგიკა ?

რასაკვირველია მიხარია ყველა მძევალის , უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება .

რაც არ უნდა წეროს საგამოძიებო კომისიამ წარსულზე – ის სასტიკი რეჟიმი და აწმყო -ერთნაირი გახადა ოცნებამ .
სამართლებრივი ანალიზის სივრცეც აღარ რჩება , მაგრამ ვისაც გონების თვალი აქვს – ხედავს და სახელსაც არქმევს!

სრულად წაკითხვა