“როდესაც ერი ერთიანდება, ავტოკრატიები იშლებიან – და ეს იცის ივანიშვილმაც” – პაატა მანჯგალაძე

1 week ago 9

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას და პროდასავლურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს:

რეჟიმი არ არის ძლიერი, მაგრამ ხალხიც და პარტიებიც ვართ დაყოფილი და ესაა მთავარი გამოწვევა.

როდესაც ერი ერთიანდება, ავტოკრატიები იშლებიან – და ეს იცის ივანიშვილმაც.

გაერთიანება ნიშნავს გამარჯვებას. დღეს მთავარი ერთმანეთის პოვნაა, არა განსხვავებების, არამედ საერთო მიზნის გამო – საქართველოსთვის.

ვინც გაერთიანებას ებრძვის, ივანიშვილის მხარეს დგას – შეგნებულად თუ შეუგნებლად.

ერთად დგომა ნიშნავს, რომ რეჟიმს მეტი შანსი აღარ ექნება!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე პაატა მანჯგალაძე.

სრულად წაკითხვა