თამრიკო ჭოხონელიძე, დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს:
აღარაფერი ღირებულება აღარ არსებობს? გაქრა საერთოდ ამათი ცნებიდან ტერმინები – ადამიანი, კოლეგიალობა, პროფესიონალიზმი, მეგობრობა, იმიტომ რომ თიკა რუხაძის უახლოესი მეგობარი იყო დოი, რა საფუძველზეც გათავისუფლდა, ამას რომ ლაპარაკობენ, ეს ხომ ძალიან დიდი ტყუილია.
ამ თეატრმა რამდენი რამ გამოავლინა კოლეგიალობის თვალსაზრისით, ეს არ აპატიეს სწორედ დოის. ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვის დანიშნავენ. ერთადერთი ის მაინტერესებს – ვინ იკადრებს? იმიტომ რომ ეს ადამიანი ცოტა ხომ მაინც იქნება ამ ამბებთან შეხებაში და ხომ ზუსტად ეცოდინება სინამდვილეში, რა ხდებოდა ამ თეატრში.
თუ არ დაგვხრიტეს ახლა ყველა, დოის წინ დიდი გზა აქვს და მე წარმატეტები მინდა ვუსურვო. დოი არის სწორედ კოლეგიალობის და მეგობრობის მაგალითი. როდესაც მე მჭირდებოდა დოი, მან ხორვატიაში 9 ნომინაციაზე უარი განაცხადა და ჩემთვის ჩამოვიდა, რომ ჩემი კონცერტი არ ჩაშლილიყო. ამიტომ ასე სამართალი როგორ წაიშლება, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.