ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება ცალკეული პირების, პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ მძიმე განცხადებებს და მიაჩნია, რომ ეს ხალხი იგივე სჩადიან, რაც მოხდა 1992 წელს. ბეჟან ჯავახია, ასევე, კონკრეტულ შედარება-მინიშნებას აკეთებს პარტია “გახარია საქართველოს” მიმართ:
,,ადამიანებს, რომელთაც მეგონა ეუხერხულებოდათ მაინც, ის რაც ჩაიდინეს 1992 წელს დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, აღმოჩნდა იგივე ვნებები აქვთ დღესაც.
ისეთივე შემართებით ებრძვიან მიხეილ სააკაშვილს და მისი თავისუფლების მოთხოვნას უწოდებს ბელადომანიას, ეტყობა არა თუ წიგნი არ წაუკითხავს, არამედ ადამიანის უბრალო თვისებებს არის მოკლებული და ისევ იქ არის ჯაბა კიტოვანის რაზმში.
ბელადომანია იქაა, როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს ხელს”, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე