ბოლო წლებში ლონდონის ჩელსის ინგლისელი ვინგბექი, რის ჯეიმსი პრაქტიკულად აღარ თამაშობს, საამისო მიზეზი კი გაუთავებელი ტრავმები გახლავთ.
მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონში 24 წლის მცველს მხოლოდ 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯეიმსმა სტაბილურობის მოპოვება ამავე სეზონში შეძლოს.
როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯეიმსი უკეთესობის გზას ადგას, თუმცა მის დაბრუნებას ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
რის ჯეიმსი ჩელსიში 2017/2018 წლების სეზონიდან თამაშობს. მის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში ამავე კლუბის მაისურით 7 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.