2
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცბალებაზე:
,,ტრაგედიაა თემურ უგულავას ამ ასაკში გარდაცვალება, არა მხოლოდ მისი უკარგესი შვილების, ახლობლების, ნაცნობებისთვის, – გადაუჭარბებლად, ქვეყნისთვისაა ტრაგედია. გულწრფელი ცრემლების ოკეანე გააცილებს უნიჭიერეს, შემოქმედებით, უზომოდ კეთილშობილ კაცს. თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას.
მის მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ სიკეთეთა შორის არის “ლივინგ მუზეუმი თბილისის” – არტთერაპიის ძალიან ცნობილი, მაღალი სტანდარტის საერთაშორისო ქსელის ქართული ფილიალის დაფუძნებაში უდიდესი ხელშეწყობაც. რომ არა თემური, მე ამ განსაკუთრებულ პროექტს საქართველოში ვერ გავაკეთებდი.
მადლობა მას ლივინგ მუზეუმი თბილისის ყველა თანამშრომლისგანაც.“

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·