“რომ გავიცანი მაშინ გაქანებული ქოცი ვიყავი, ირო კი – ნაცი” – რას წერს ნინია ბარამიძე

12 hours ago 10

ბლოგერი, ნინია ბარამიძე, სოციალურ ქსელში, ირინა ზარანდიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:

მოკლედ ირინა რომ გავიცანი მაშინ გაქანებული ქოცი ვიყავი

ირო კი ნაცი.

მოკლედ ნაცები ხომ ადამიანები არ მეგონა, მანამდე, მაგრამ ირინაზე რა შემიძლია ვთქვა, ჩვენი საერთო მეგობრებიდან გამომდინარე იტანდა ჩემს ქოცურ გამოხტომებს, მაგრამ ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და წამშალა.

მერე საბოლოოდ რომ განვექოცე აი როგორ გითხრათ, ჩემთან სახლშიც მოდიოდა, მასთანაც დავდიოდი, მართლა მთელი გულით და სულით რომ უყვარს ქვეყანა ის გოგოა, მეგობრული, არ ჩანს შეიძლება შორიდან მაგრამ თქვენ ხო არ იცით როგორი საოცარი გულის და სულის პატრონია.

ანუ სულ რომ ცდილობს რაც შეუძლია გვერდით დაგიდგეს.

მახსოვს ლაზარობის დღესასწაული მოდიოდა, ჩემს უბანშია წმ.ლაზარეს ტაძარი, უბანში თითქმის ყველა ემიგრანტი იყო და ირო ამოვიდა დასახმარებლად.

ამის გარდა, როცა გურიის სტიქია იყო თუ ვინმეს რამე დასჭირვებია ყველას კარი შეაღო.

სრულად წაკითხვა