„რომ გაყვედრის, რომ “შენს სახელს” წარმოადგენს თურმე…” – რას წერს მაია დარსმელიძე ნუცა ბუზალაძის შესახებ?

1 day ago 2

მაია დარსმელიძე ნუცა ბუზალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„თან მოგწონს, თუ არ მოგწონს, მაინც რომ გაყვედრის, რომ “შენს სახელს” წარმოადგენს თურმე სადმე და თან აი, ეს გაშვერილი ნეკა თითი ცალკე ისტერიკას მმართებს, 25 000 ბიუჯეტიდან. მაგრად გულაობს საგორსალეთი” – წერს მაია დარსმელიძე.

ცნობისთვის, ბათუმში, ნუცა ბუზალაძის კონცერტზე აქციის მონაწილეები მივიდნენ შეძახილებით „სირცხვილო“, რაზეც მომღერალმა მათ სცენიდან მიმართა:

„ყოჩაღ, ძაან მომწონს თქვენი გამოსვლა. ბრაო ამისთვის. სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად, სირცხვილო თქვენ! და თუ გგონიათ, რომ ამით ჩემს კონცერტს დღეს ჩაშლით და ახალ წელს წაგვართმევთ, ძალიან ცდებით. ასე რომ, თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ ამაში ფული გაქვთ აღებული, შეგარგოთ“, – უთხრა მან პროტესტის მონაწილეებს.

სრულად წაკითხვა