რომელ ბიზნესმენებს შეხვდა ირაკლი კობახიძე - სია

3 hours ago 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენებმა მისვლა დაახლოებით 13:00 საათისთვის დაიწყეს, შეხვედრის ამსახველი კადრები კი პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათი ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და არ სურს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება. ნაწილი კი ამბობს, რომ თუ კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნებია საჭირო, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.

ათეულობით ბიზნესმენს შორის რადიო თავისუფლებამ რამდენიმე მათგანი ამოიცნო:

  • თემურ კოხოძე - „თეგეტა ჰოლდინგის“ თანადამფუძნებელი;
  • ირაკლი გილაური - საქართველოს კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორი;
  • არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი;
  • ლაშა იორდანიშვილი - „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • თამაზ გაიაშვილი - „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი;
  • ზურაბ ჩხაიძე - KTW ჯგუფის დამფუძნებელი, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობის მფლობელი;
  • ლაშა პაპაშვილი - „ყვარლის ბაგის“ (რძის მწარმოებელი კომპანიის) დამფუძნებელი;
  • ირაკლი რუხაძე - ლიბერთი ბანკის მეწილე, იმედის მფლობელი;
  • ტარიელ ხეჩიკაშვილი - „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მეწილე;
  • ილია წულაია - „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი;
  • ირაკლი ბურდილაძე - „თეთრი კვადრატის“ დამფუძნებელი;
  • მინდია საბანაძე - „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი;
  • ნოშიკო ნამორაძე - „ვრ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი;
  • ნინა კობახიძე - კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  • თეა ზაქარიაძე - „ტავ ჯორჯიას“ მენეჯერი;
  • ნათია ცაბუტაშვილი - „მედ დიაგნოსტიკის“ დამფუძნებელი.
  • ირაკლი იაშვილი - „ისთ გეით გრუპის“ თანადამფუძნებელი;
  • ბესო ორთოიძე - „არსის“ გენერალური დირექტორი;
  • გიორგი მარგველაშვილი - „თბილღვინოს“ მეწილე;
  • ბექა ბექაია - „ნუტრიმაქსის“ მმართველი.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა