რომელ კლუბში და რამდენად? - სუპერკომპიუტერმა ხვიჩა კვარაცხელიას მომდევნო 5 წელი იწინასწარმეტყველა

1 day ago 3

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია 'ნაპოლიში" დიდი დროით დარჩენას არ გეგმავს.

გასული სეზონის შემდეგ "პსჟ" ქართველი ვინგერის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი მას ვერ შეელია.

ერთ-ერთმა საფეხბურთო სააგენტომ სუპერკომპიუტერს დაასახელებინა კლუბი, რომელშიც ხვიჩა ადრე თუ გვიან კარიერას გააგრძელებს.

მან ფეხბურთელის არამარტო მომდევნო კლუბი, არამედ მომდევნო 5 სეზონი იწინასწარმეტყველა.

სუპერკომპიუტერის თქმით, მიმდინარე და მომდევნო სეზონს კვარა "ნაპოლიში" გაატარებს, ხოლო 2026 წლის ზაფხულში ის "ლივერპულის" რიგებს 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეურთდება.

ასევე ის იუწყება, რომ მომდევნო 5 წელში ხვიჩასთვის  "ბარსელონა" და "პსჟ" აქტიურად იბრძოლებენ.

სრულად წაკითხვა