რომელი ნივთები უნდა გაიტანოთ ახალ წლამდე სახლიდან, თუ არ გსურთ, რომ 2025 წელს წარუმატებლობა მოიზიდოთ

7 hours ago 2

წინასაახალწლოდ, როგორც წესი, სახლის საფუძვლიანად დასუფთავებას ვგეგმავთ. თუმცა, არის ნივთები, რომლებსაც უარყოფითი ენერგიის, წარუმატებლობისა და უიღბლობის მოზიდვა შეუძლია და ჯობს, ახალი წლის საღამომდე სახლიდან გავიტანოთ:

გაბზარული, დაზიანებული ჭურჭელი

მსგავსი ჭურჭლის სახლში შენახვა არა მხოლოდ არაესთეტიკური, არამედ სახიფათოც კია. დროთა განმავლობაში, ჭურჭლის მცირე ნაწილაკები შესაძლოა, კერძს შეერიოს და თქვენი ჯანმრთელობა დააზიანოს. ამავდროულად, ითვლება, რომ გაბზარული, დაზიანებული ჭიქები, თეფშები, სხვა ჭურჭელი სახლის უარყოფით ენერგიას ინახავს. ამიტომაც, უმჯობესია, გადაყაროთ და სახლში განახლებული ენერგია შეუშვათ.

ტანსაცმელი, რომელიც აღარ გაცვიათ

ითვლება, რომ ის ნივთები, რომლებიც კარადაში დიდი ხანია ისე გიკიდიათ, რომ აღარ გაცვიათ, თქვენს ცხოვრებაში ბედნიერების შემოღწევას აფერხებს. ამიტომაც, ახალ წლამდე აუცილებლად გაიტანეთ სახლიდან. შეგიძლიათ, გააჩუქოთ, გაყიდოთ ან უბრალოდ გადაყაროთ.

ვადაგასული მედიკამენტები

წამლების შესანახ ყუთში, ალბათ, ბევრ ჩვენგანს აქვს ისეთი მედიკამენტები, სიროფები, ჩასაწუწნი აბები, რომლებსაც უკვე ვადა აქვს გასული. აუცილებლად გადაყარეთ. ითვლება, რომ ამ გზით ძველი პრობლემებისაგან გათავისუფლდებით. ამავდროულად, ვადაგასული მედიკამენტების გადაყრა აუცილებელია, რომ შემთხვევით არ მიიღოთ და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ.

ძველი ჩეკები და ქვითრები

თუ სახლში ძველი ჩეკები, ქვითრები გაქვთ, რომლებიც აღარ გჭირდებათ, აუცილებლად გადაყარეთ. ითვლება, რომ მსგავსი ნივთები კეთილდღეობისა და ფინანსური სარგებლის მოზიდვას აფერხებს.

ძველი პირსახოცები და თეთრეული

თუ თეთრეული, პირსახოცი დახეული და დაზიანებულია და სახლში მაინც გაქვთ, ჯობს, გადააგდოთ. ითვლება, რომ ეს ნივთები უარყოფით ენერგიასა და ძველ პრობლემებს ინახავს.

ნივთები, რომლებიც ასევე უნდა გაიტანოთ სახლიდან:

გაფუჭებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა;

ძველი ქილები;

უსიამოვნო მოგონებების მომტანი ფოტოები;

ძველი საკანცელარიო ნივთები;

არასაჭირო, დაზიანებული სამკაულები.

სრულად წაკითხვა