საქართველოს პარლამენტმა საავტომობილო გზებზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შეამცირა.
ცნობისთვის, რეგულაციები, რომელიც ბოლო დროს მოქმედებდა “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე თვით ადრე მიიღო, ძალაში კი პირველი მაისიდან შევიდა.
კერძოდ:
- გზაზე დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება (არაუმეტეს 30) – 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება;
- უფრო მაღალი სიჩქარით სიარულისთვის მძღოლი 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება;
- სიჩქარის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის ჯარიმა კვლავ 400 ლარი იქნება;
- თუ სიჩქარის გადაჭარბების გამო ავარია მოხდა – ჯარიმა 400 ლარი იქნება.
კანონპროექტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·