რომის პაპი გამოვიდა მოწოდებით, დასრულდეს „იარაღის პანდემია“

1 week ago 4

კვირას რომის პაპი ლეონ XIV გამოვიდა, როგორც მან უწოდა, „იარაღის პანდემიის“ დასრულებისკენ მოწოდებით და ილოცა „უამრავი“ ბავშვისთვის, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით და კონფლიქტების დროს იღუპებიან მთელ მსოფლიოში.

კათოლიკური ეკლესიის ამერიკელმა მამამთავარმა Angelus-ის ლოცვის ბოლოს კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება.

ეს იყო პაპის რეაქცია 28 აგვისტოს კიევზე რუსეთის თავდასხმის მიმართ, რომლის დროსაც, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაიღუპა.

მან ასევე გაიხსენა აშშ-ის ქალაქ მინესოტაში, სკოლაში წირვის დროს მომხდარი სროლა, რომლის დროსაც ორი ბავშვი მოკლეს.
„ჩვენს ლოცვაში მოვიხსენიებთ ყოველდღიურად მოკლულ და დაშავებულ უამრავ ბავშვს მთელ მსოფლიოში. შევევედროთ ღმერთს, რომ შეაჩეროს იარაღის პანდემია - დიდი თუ მცირე - რომლითაც დააავადა ჩვენი სამყარო”.

უკრაინასთან დაკავშირებით პაპმა განაცხადა, რომ მოუწოდებს მსოფლიოს, „ნუ იქნება გულგრილი“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა „დაჟინებული მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და დიალოგის სერიოზული ვალდებულებისკენ“.
„დროა მათ, ვინც ამაზე პასუხისმგებლები არიან, უარი თქვან იარაღის ლოგიკაზე და მოლაპარაკებებისა და მშვიდობის გზას დაადგნენ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით“, - განაცხადა პაპ ლეონმა.

სრულად წაკითხვა