რომის პაპს და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

3 hours ago 1

პირველი სატელეფონო საუბარი შედგა რომის პაპ ლეო XIV-სა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

ზელენსკის მიერ სოციალური ქსელებით 12 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, პაპს მადლობა გადუხდა უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ძალიან აფასებს პაპის სიტყვებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისა და ტყვეების გათავისუფლების შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ისაუბრეს რუსეთში დეპორტირებულ ათასობით უკრაინელ ბავშვზე. უკრაინას მათ დასაბრუნებლად ვატიკანის თანადგომის იმედი აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა პაპს გააცნო კიევის და მისი პარტნიორების შეთანხმება 12 მაისიდან ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა და უთხრა, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს ელოდებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლეო XIV უკრაინაში მიიწვია.

კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.

სრულად წაკითხვა