ხშირად გვგონია, რომ ეს ადამიანის ხასიათშია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ქვეცნობიერში დაგროვილი და ჩარჩენილი ტკივილი.
ბრაზი ხშირად არ ეკუთვნის მხოლოდ იმ წუთს – ის მოდის ბავშვობიდან, იმ დროიდან, როცა ადამიანმა ვერ ისწავლა ემოციების სწორად გამოხატვა და გულში დაიგროვა წყენა, შიში, ტკივილი და უსამართლობა.
წამიერი აფეთქება არის სხეულის თავდაცვის მექანიზმი, სადაც გონებაზე წინ მიიწევს ემოცია და არ ერთვება აზროვნება და დაკვირვება. ამ დროს ერთვება ჰორმონები – ადრენალინი, კორტიზოლი. სხეული ემზადება „ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის“. ამიტომაც არის ეს რეაქცია სწრაფი და ძლიერიც. ამ დროს სხეულის კუნთები იძაბება, სასიცოცხლო ენერგიის ნაკადი არასწორ მიმართულებას ღებულობს და შინაგანი ორგანოები ზიანდება, განსაკუთრებით ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუჭნაწლავი და გული. გრძელვადიან პერსპექტივაში ბრაზი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
კარგია, რომ გვახსოვდეს:
- ბრაზი არის შენიღბული ტკივილი.
- აფეთქება უფრო ძლიერია, ვიდრე ამას სიტუაცია მოითხოვს. ბრაზის უკან წარსულის დაგროვილი ტკივილია. როდესაც გაბრაზებულ ადამიანს ამ პერქპექტივიდან შეხედავთ, მის მიმართ ემპათია გაგიჩნდებათ.
სულიერი ალქიმიიის მიხედვით: ბრაზი ცოდვა არ არის. ცოდვაა მისი არასწორი გამოყენება. წმინდა მამებიც ამბობდნენ – ბრაზი უნდა იქცეს ღვთის ნაპერწკლად, და არა ეგოს გამოვლენად.
ადამიანი უნდა ეცადოს ბრაზის ფესვებამდე ჩავიდეს, ამიოცნოს ამ ემოციის წარმოქმნის მიზეზი და შემდეგ გარდაქმნას ის შინაგან სინათლედ და ძალად.
ყოველი ასეთი იმპულსური ქცევა არის შინაგანი დაჭრილი ბავშვის ხმა. შესაძლოს ამ ბავშვმა დიდი ტკივილი გაიარა, ეს ტკივილი კი მოგვიანებით ბრაზად იქცა.
ტრანსფორმაცია არასდროს მთავრდება. ეს არის უწყვეტი გზა. ტრანსფორმაციის გზა არის განკურნების გზა!
ადამიანს აქვს უნარი სიბნელე აქციოს სინათლედ, მთავარია ჩრდილიდან სინათლეში შევიდეს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi