„როცა ნიკა დაიჭირეს, გაბუნიამ გვითხრა მე და ვანოს ასეთი რაღაც, ძალიან ნაწყენი დავრჩი, მაგრამ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანმა გაამხილა, როდის და რატომ აიყარა გული "მთავარ არხზე"

21 hours ago 2

ნანუკა ჟორჟოლიანმა „მთავარი არხიდან" წამოსვლის შესახებ ისაუბრა და მიზეზები გაამხილა:

„მაშინ, როდესაც ვანო გადმოვიდა ტელეკომპანია პირველის ეთერში, მაშინვე გაწყდა ჩემი თანამშრომლობა „მთავართან“. ეს იყო ტელეკომპანია „მთავარის“ გადაწყვეტილება, როცა ნიკა დაიჭრეს. გიორგი გაბუნია იყო მაშინ ხელმძღვანელი და მან მე და ვანოს გვითხრა, რომ თქვენი გადაცემები უნდა დაიხუროს, რადგან ჩვენ ამის ფინანსური რესურსი აღარ გვაქვსო. ჩვენ წავედით. ვანო აღმოჩნდა ტელეკომპანია „პირველზე“, მე კი წავედი და მოვძებნე ფინანსური რესურსი, ამის გამოცდილება „ნანუკას შოუს“ სულ ჰქონდა. ჯერ კიდევ „იმედიდან“ ჩვენი ფინანური რესურსით ვახერხებთ არსებობას.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ნაწყენიც ვიყავი და შეიძლება ჩამეთვალა, რომ რაღაც არასწორი იყო, ჩემს თავს უფლება არ მივეცი, რომ მეც არასწორად მოვქცეულიყავი და არხს ვუპასუხე ისე, რომ იქ დავრჩენილიყავი, რადგან ნიკა პატიმარი იყო. ჩავთვალე, რომ პატიმარი ნიკას პირობებში ჩემი არხიდან წასვლა არ მომცემდა სიმშვიდეს. მე ჩავთვლიდი, რომ არ ვარ კარგი გოგო, თორემ კი არავინ მითხრა დარჩიო. ამიტომ, მაშინ, მორალურ ნაწილში ჩავთვალე, რომ სწორი იყო დავრჩენილიყავი მთავარზე, რადგან ნიკა იყო პატიმარი.
ნიკა რომ ციხიდან გამოვიდა, ისეთი პროცესები დაიწყო, ვიღას ახსოვდა ჩემი გადაცემა, თორემ აუცილებლად გადავხედავდი ჩემს გადაწყვეტილბას", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველთან",

სრულად წაკითხვა