"როცა "რეალის" ღირსებას იცავ, ვალდებული ხდები.." - ფედე ვალვერდეს კომენტარი

4 hours ago 3

ფედე ვალვერდემ „სევილიასთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„გუნდი საოცრად დამუხტულია. ინტერკონტინენტალის თასის მოგებამ, ვინისიუსის ჯილდომ და ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა.“

„პირველივე წუთებიდან აგრესიული ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ძალიან მიხარია, რომ ეფექტური გოლი გავიტანე, დარტყმებზე ხშირად ვვარჯიშობ და ვცდილობ, გუნდს გატანილი გოლებითაც დავეხმარო.“

„სეზონის პირველ ნაწილში არაერთი აღმასვლა და ვარდნა გვქონდა. მთავარი ის არის, რომ პირველადგილოსანთან მხოლოდ 1 ქულიანი სხვაობა გვაქვს, დანარჩენი კი მეორე ნაწილზე იქნება დამოკიდებული. მჯერა, რომ მოვუმატებთ და ჩავარდნები აღარ გვექნება

"შარშანდელი შედეგების გამოეორება ძნელია, თუმცა, როცა"რეალის" ღირსებას იცავ, ვალდებული ხდები ყველა სეზონში ყველა ტიტულისთვის იბრძოლო.“

სრულად წაკითხვა