რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო, პირველი ტურის შედეგები გააუქმა

1 month ago 9

1

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.

სასამართლომ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში ხელახლა ჩატარდება, ხოლო არჩევნების თარიღი მოგვიანებით რუმინეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადდება.

რუმინეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო ულტრამემარჯვენე კანდიდატ, კალინ ჯორჯესკუსა და ლიბერალური პარტია “რუმინეთის ხსნის კავშირის” ლიდერ, ელენა ლასკონის შორის. კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც არჩევნებამდე აუტსაიდერად ითვლებოდა, 24 ნოემბერს არჩევნების პირველ ტურში, მოულოდნელად, ყველაზე მეტი ხმა მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.

ცოტა ხნის წინ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ გასაიდუმლოების გრიფი მოხსნა ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. რუმინეთის სპეცსამსახურები თვლიან, რომ რუსეთი მას არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა.

სრულად წაკითხვა