რუმინეთის საკონსტიტუციომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები

2 weeks ago 6

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც მეორე ტურში „ულტრამემარჯვენედ“ მიჩნეული, პრო-რუსი კანდიდატი კალინ გეორგეუ და მისი პრო-დასავლელი ოპონენტი გადავიდნენ.

არჩევნები ახლა ხელახლა უნდა ჩატარდეს.

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა კონსტიტუციის 146-ე მუხლით, რომელშიც საუბარია საარჩევნო პროცესის სისწორესა და კანონიერებაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუმინეთის უშიშროების განცხადებები „რუსეთის აგრესიული ჰიბრიდული შეტევების“ შესახებ რუმინეთის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე.

კალინ გეორგესკუ, რომელმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ამბობდა, რომ უკრაინა არის „გამოგონილი სახელმწიფო“ და პირდებოდა ამომრჩეველს უკრაინის მხარდაჭერის დასრულებას. მისი ოპონენტი, პირიქით, დასავლეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდაზე საუბრობდა. ორივე კანდიდატი ტრადიციულად ძლიერი პარტიების წარმომადგენლები არ ყოფილან.

5 დეკემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროკავშირის მხარდასაჭერი დემონსტრაციაც გაიმართა.

გარეკანის ფოტო: Inquam Photos / Octav Ganea / DIGI.RO

სრულად წაკითხვა