3
რუმინეთში უკრაინის საზღვართან ახლოს დრონი ჩამოვარდა – ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის ოთხი დასახლებული პუნქტის სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონი სუჩავის ჟუდეცში, სოფელ სოლცას მახლობლად ტყეში ჩამოვარდა.
„სამიზნე ეროვნულ საჰაერო სივრცეში დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი ან მატერიალური ზარალი არ მოჰყოლია“, – განაცხადა უწყებამ.
უკრაინა-რუმინეთის საზღვართან დრონების აქტივობის გამო, 24 სექტემბრის ღამეს რუმინეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ.
ასევე, დღეს დილით მოლდოვის საჰაერო სივრცე, სულ მცირე, ოთხმა დრონმა დაარღვია.
საერთაშიროსო alia.ge