“რუს ირაკლი დგებუაძეს პასუხი უნდა ვაგებინო, სად არის?“- ელენე ხოშტარია

4 hours ago 2

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაურია. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეები განმარტებას ითხოვენ, რატომ დააკავეს გუშინ მოქალაქეები.

ადგილზე იმყოფება ელენე ხოშტარია, რომელმაც პოლიცილებეს მიმართა: “რუს ირაკლი დგებუაძეს პასუხი უნდა ვაგებინო, სად არის?“

მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ პოლიციელები ბიძინა ივანიშვილის მსახურები არიან.

“თქვენ გყავთ მონა უფროსი? მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა. მე მინდა, რუსის მონას, დგებუაძე, ვაგებინო პასუხი, თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები, სად არიან, რატომ იმალებიან, ჩვენს ქვეყანას ევროპა უნდა. სად არის დგებუაძე, პოლიტიკურ დისკუსიას ნუ მიმართავთ.

კონსტიტუციის დარღვევა არ არის ევროპაზე უარის თქმა, გინახავთ დასისხლიანებული ხალხი? გურამ როგავა ნახეთ?”,- მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციას, რაზეც სამართალდამცველმა უპასუხეს: “თქვენ ხართ ემოციური და ძალადობისკენ მოუწოდებთ. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას”,- განუცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

სრულად წაკითხვა