WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,შეუმდგარი დიქტატორი სასწრაფოდ კრებს თავის ბანდას არა მდინარაძეზე და რუხაძეზე სალაპარაკოდ, არამედ რათა გააცნოს ამ შემოდგომაზე, საქართველოს სრული კაპიტულაციის და რუსეთზე ჩაბარების გეგმა.

ამ გეგმის მორიგი ეტაპია “პარტიების აკრძალვა”, რომლის მიზანი სინამდვილეში პარტიების გაქრობა არაა, ისინი ისედაც ძალიან დასუსტებულები არიან და თუ გააუქმებენ რაღაც პარტიებს, მათი წევრები შექმნიან სხვა პარტიებს. ამ აკრძალვის პროცესის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე ახალი “სამართლებრივი” ფაქტის დადგენა, რომ დამნაშავეა საქართველო და შესაბამისად ამ ფიქტიური საფუძვლით აფხაზეთის “ხელისუფლების” და “საზღვრების აღიარება, რასაც უნდა მოჰყვეს მთავარი, რაც რუსებს უნდათ – საქართველოს და სომხეთის გავლით აფხაზეთის რკინიგზით ირანთან დაკავშირება.

ამავე დროს ივანიშვილი ამერიკელების რისხვის და ქართველების არაპროგნოზირებადი რეაქციის შიშით პროცესს ყველანაირად წელავდა, სანამ რუსებმა ჯერ ზაფხულში დენი არ გაგვითიშეს ორჯერ და ახლა ეკონომიკური სანქციები არ შემოიღეს.

ჭორვილელმა იმდენად დაკიდა ქართული ეკონომიკა რუსებზე და ამით მთლიანად უკან შეაბრუნა ჩემი ეკონომიკური მიღწევები, რომ ახლა საკმარისია რუსებმა გაგვითიშონ გაზი, დენი, აღარ გამოუშვან ტურისტები, რომ კოლონიურ დამოკიდებულებაში მყოფი ქართული ეკონომიკა ბოლომდე ჩამოიშლება.

ამის გარდა რუსები ივანიშვილს ემუქრებიან დივერსიებით, ამიტომ უნიათო დიქტატორი ვირთხასავით კუთხეშია მიმწყვდეული (ახლა ის ჰგავს ცნობილი ფილმის პერსონაჟის კადრს) მისი მოსკოველი კურატორის კირიენკოს მიერ.

ამ სიტუაციის ერთადერთი სწორი გადაწყვეტაა ჭორვილელის და მისი ბანდის დაუყოვნებლივ გაგდება და კომპეტენტური და პატრიოტული მთავრობის სასწრაფოდ მოყვანა, ამ საფრთხეებისგან თავის დასაღწევად.“