WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

3

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 12 დაშავდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ობოლონსკის, დესნიანსკის და სვიატოშინსკის რაიონებში საწყობები იწვის.

„ხანძარი საწყობებში დიდ ფართობზე გაჩნდა. გოლოსიევსკის რაიონში ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება“, – აცხადებენ საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

ამასთან, გოლოსიევსკის რაიონში სამუშაოები ასევე გრძელდება ამიაკის გაჟონვის ადგილზე. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 300 ლიტრი ნივთიერების შემცველი ავზი. მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.