რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

1 week ago 34

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით, დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 მოქალაქე. დაღუპულებს შორისაა ქალი, რომელიც თავდასხმის დროს შვილებთან ერთად პარკში იმყოფებოდა. ბავშვები გადარჩნენ. “დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, რელიგიური და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, მანქანები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე მუშაობენ საგანგებო და კომუნალური სამსახურები. შექმნილია საგანგებო სიტუაციების რეაგირების ცენტრი. დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება უწევთ“, – განაცხადა მან ადგილზე.

სრულად წაკითხვა