ერევანში რუსეთის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა განაცხადა, რომ ამჟამად „აშკარაა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ამჟამად გადააზრებისა და ცვალებად გლობალურ და რეგიონულ რეალობებთან ადაპტაციის ეტაპზეა“.
მისივე თქმით, “სომხეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ეფუძნება სტაბილურ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დიალოგს უმაღლეს დონეზე, მათ შორის სამთავრობათაშორისო, საპარლამენტთაშორისო და უწყებათაშორის ფორმატებში, რეგიონთაშორის კონტაქტებსა და მყარ სამართლებრივ საფუძველს”.
სომხეთში რუსეთის საელჩოს ცნობითვე, კოპირკინმა დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, “არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების ფარგლებში, სომხეთთან ერთობლივი, კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გასაგრძელებლად”.
სომხეთის ხელისუფლების პროდასავლური კურსის გამო მოსკოვი გაბრაზებას არ მალავს. სომხეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკა სხვადასხვა განცხადებითა და ქმედებით გამოიხატება. ამასთან, რუსეთმა სომხეთიდან პრაქტიკულად ყველა პროდუქციის იმპორტი აკრძალა.

3 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·