რუსეთი ალა პუგაჩოვას "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებას განიხილავს

1 month ago 54

რუსმა პროკურორებმა იუსტიციის სამინისტროს სთხოვეს მომღერალ ალა პუგაჩოვას „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადება განიხილოს. ეს ნაბიჯი, რუსეთის ყველაზე ცნობილ პოპ-ვარსკვლავს, ოფიციალურად კრემლის მტრად გამოაცხადებს.

პუგაჩოვამ, რომელსაც არაერთხელ უმღერია კრემლში და პუტინსაც კარგად იცნობს, უკრიანაში ომის დაწყებისთანავე თავისი ხმამაღალი პროტესტი გამოთქვა, რის გამოც, რუსეთში ის საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა.

2022 წელს მან თქვა, რომ ომი ჯარისკაცებს მოჩვენებითი მიზნებისთვის კლავს, ამძიმებს უბრალო ხალხს და რუსეთს დანარჩენი სამყაროსგან რიყავს. მარტის დასაწყისში 74 წლის მომღერალმა თქვა, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი არ დაბრუნდება რუსეთში. უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა და ამჟამადაც საზღვარგარეთ იმყოფება.

ვიტალი ბოროდინმა, აქტივისტმა, რომელიც ანტიკორუფციულ ჯგუფს ხელმძღვანელობს და რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის რეგულარული სტუმარია, პუგაჩოვას "უცხოეთის აგენტად" გამოცხადების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა წარადგინა.

მოგვიანებით, კვლავ ბოროდინმა გამოაქვეყნა წერილი გენერალური პროკურატურის ოფისიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ თხოვნით მართლაც მიმართეს.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ აქვს. პუგაჩოვას, რომელიც კვიპროსში იმყოფება, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მიმომხილველთა აზრით, „უცხო აგენტად“ პუგაჩოვას ოფიციალურად გამოცხადება, ხაზს გაუსვამს უკრაინის ომის გამო კრემლსა და ბევრ - მაგრამ არა ყველა - საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კულტურის წარმომადგენელს შორის არსებულ განხეთქილებას.

მიმომხილველები ამბობენ, რომ ასეთ ნაბიჯს აუცილებლად დასჭირდება კრემლის თანხმობა. კრემლს ამაზე ჯერ არ გამოუთქვამს საჯარო პოზიცია და შესაძლებელია, რომ პუგაჩოვას "უცხო აგენტად" შერაცხვის პროცესი შეაჩეროს კიდეც.

სრულად წაკითხვა