რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის დროს 31 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყების მიერ გავრცელებულ ჩამონათვალში რუსეთის რეგიონებთან და ანექსირებულ ყირიმთან ერთად „აფხაზეთის რესპუბლიკაც“ ფიგურირებს.
მოსკოვს არ დაუკონკრეტებია, ოკუპირებული აფხაზეთის რომელ მონაკვეთში და რამდენი დრონი ჩამოაგდეს. აღნიშნული ინფორმაცია ამ დროისთვის სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის.
ერთი დღით ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ რუსეთთან მოსაზღვრე ზონაში დრონის შეტევა მოიგერიეს. ბოლო თვეებში ოკუპირებულ რეგიონში დრონების გამოჩენის შესახებ ცნობები არაერთხელ გავრცელდა. 18 ივნისს კი დე ფაქტო უწყებამ განაცხადა, რომ ენგურის გასწვრივ მონიტორინგისას საკუთარ დრონთან კავშირი დროებით დაკარგა და ამის მიზეზად ქართული რადიოლოკაციური სისტემების მიერ სიგნალის ჩახშობა დაასახელა.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·