რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

2 months ago 41

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, ორშაბათს, შეერთებული შტატები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დადანაშაულა. რუსული სადაზვერვო სამსაზურის განცხადებით, ვაშინგტონს, ონლაინ ხმის მიცემის სისტემებზე კიბერთავდასხმის განხორციელების გეგმაც კი აქვს.

15-17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში თითქმის სრულად დარწმუნებულმა პუტინმა, დასავლეთი გააფრთხილა, რომ არჩევნებში უცხო ძალების ჩარევის ნებისმიერი მცდელობა აგრესიის აქტად განიხილება.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, საგარეო დაზვერვის რუსულ სამსახურს აქვს ცნობა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს.

რუსული საგარეო დაზვერვის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, „არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუსახა ამოცანა, [ამომრჩეველთა] აქტივობა შემცირდეს“.

საბჭოთა „სუკის“ საგარეო ჯაშუშური სამსახურის მთავარ მემკვიდრე უწყებას, ვაშინგტონის მიმართ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოაუდგენია. განცხადებებს, მყისიერი პასუხი არ მოჰყოლია შეერთებული შტატების მხრიდან.

გასულ კვირაში, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩაერევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბერში გაიმართება. კრემლი უარყოფს ვაშინგტონის განცხადებებს, რომ მოსკოვმა ორკესტრირება გაუწია კამპანიას, აშშ-ის 2016 და 2020 წლების საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

სრულად წაკითხვა