რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პატიმარი, დიმიტრი პუშკარევი, რომელიც მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული, მოკლეს მას შემდეგ, რაც იგი მატარებელში ბადგარს თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
თავდაპირველად, 3 ოქტომბერს, რუსულმა მედიამ რუსეთის ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურზე (FSIN) დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმარი მოკლეს მას შემდეგ, რაც მან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთ-ერთ ბადრაგს, სამი მათგანი კი დაჭრა ყაბარდო-ბალყარეთში, ვლადიკავკაზ-ადლერის მატარებლის სპეციალურ ვაგონში.
ამავე ინფორმაციით, პატიმარი ერთ-ერთ მცველს ტუალეტში წაყვანისას დაესხა თავს, იარაღი წაართვა, ერთი მოკლა და სამი დაჭრა, სანამ ბადრაგი მას მოკლავდა.
მოგვიანებით, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება TASS-მა „სამართალდამცავ ორგანოებზე“ დაყრდნობით განაცხადა, რომ მანამდე პუშკარევი „საქართველოდან იყო ექსტრადირებული“ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისა და კრიმინალური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით.
This post is also available in:
civil ახალი ამბები