რუსეთი ირწმუნება, რომ სრული კონტროლი დაამყარა უკრაინის ქალაქ კურახოვოზე

1 day ago 1

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 6 იანვარს განაცხადა, რომ სამხრეთის ჯარების ქვედანაყოფებმა „სრულად გაათავისუფლეს“ დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო(უკრაინულად კურახოვე).

სხვა წყაროებით, მათ შორის უკრაინის გენშტაბის მიერ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში კურახოვეს მიმართულებით 27 შეტევა მოიგერიეს.

კურახოვე მდებარეობს უკრაინის დონეცკის ოლქის დასავლეთში და შედის პოკროვსკის რაიონში, რომელსაც რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ.

ბოლო დღეებში ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ქალაქის დასავლეთ გარეუბნებში მდებარე თბოელექტროსადგურის და მილების ქარხნის რაიონში.

სრულად წაკითხვა